ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ პრორუსული და ძალადობრივი მოძრაობა ალტ-ინფოს წევრები მის ცოლსა და შვილს თავს დაესხნენ და მანქანა დაუმტვრიეს.
ქაცარავას თქმით, მისი ოჯახის წევრები მანქანაში ისხდნენ, როდესაც ალტ-ინფოს წევრები მათ თავს დაესხნენ.
„ახლა დამირეკა ჩემმა მეუღლემ, ნახევარი საათის წინ, ალტ-ინფოელი "ვაჟკაცები" თავს დაესხნენ ჩემს ცოლს და ჩემს შვილს და დაუმტვრიეს მანქანა. ჩემი ცოლი და ჩემი შვილი ისხდნენ მანქანაში. და თქვენ, თქვე ლაჩრებო და არაკაცებო, დაესხით თავს ჩემს ოჯახს და ჩემს შვილს” - აცხადებს ქაცარავა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში.